ლექსო თამაზაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ ქართული ოცნების გუნდს მისი ნათესავებიც ტოვებენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც მაჟორიტარული და არც პროპორციული სიით ყოფილი პრემიერის ცოლის ძმა მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ლექსო თამაზაშვილმა პოსტსკრიპტუმს დაუდასტურა, რომ ის სასწავლებლად მიდის.

“არ მაქსვს სურვილი სიაში ყოფნის, სასწავლებლად მივდივარ,”- აცხადებს ლექსო თამაზაშვილი.

Comments
Loading...