ლექსო თამაზაშვილის პასუხი ელისაშვილს – თქვენ ხართ ცილისმწამებელი, მატყუარა ადამიანი

დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი, საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და ცილისმწამებელს უწოდებს.

“ათასი ჭორი ვრცელდებოდა და ვრცელდება პირადად ჩემზე, ყველაზე პასუხის გაცემას აზრი არა აქვს, რადგან იმდენად აბსურდულია. თუმცა გააჩნია ვინ გწამებს ცილს და ცილისწამებათა აბსურდულობა, ვის გადადის სიბრიყვეში.

პასუხის გაცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საკრებულოს დეპუტატს მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და რომ არა მარტო ჩემთვის,არამედ საზოგადოებისთვისაც გახდა ნათელი, რომ ასეთ “ჭეშმარიტებებს” დეკლარირებს, ვითომ დამოუკიდებელი დეპუტატი, ელისაშვილი. ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით, ალეკო ელისაშვილმა, მისთვის ჩვეული სიცრუის ტირაჟირება მოახდინა. თითქოს, თორმეტ ოჯახს ვასახლებ სახლიდან და აღნიშნა , რომ ამის დამადასტურებელი მასალა მოეპოვება ფოტოსურათის სახით.

ბატონო ალეკო, თქვენ ხართ ცილისმწამებელი, მატყუარა ადამიანი, სწორედ ასე, მოგიხსენიებთ მანამდე ვიდრე აღნიშნულ ფოტოს არ გამოაქვეყნებთ და ამით არ დაამტკიცებთ თქვენი მონაყოლის სისწორეს.
ასევე ვაპირებ, მივმართო პროკურატურას, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის შესწავლა გამოკვლევის და შემდგომში რეაგირების მიზნით” – აცხადებს თამაზაშვილი.

marshalpress.ge

Comments
Loading...