ლესტერმა ჩელსი დაამარცხა და კვლავ პრემიერლიგის ლიდერია

ინგლისის პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურში ლესტერმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ლესტერი პრემიერლიგას 35 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი არსენალი 33 ქულით იმყოფება.

ჩელსი კი სატურნირო ცხრილში 2 პოზიციით დაქვეითდა. ამჟამად მოურინიოს მიერ გაწვრთნილი გუნდი მე-16-ე ადგილს იკავებს.

“სიტუაციის გამოსასწორებლად მე მხოლოდ ერთი გზა ვიცი – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან მძიმეა ჩემთვის იმის ყურება, თუ რას ვაკეთებთ ვარჯიშებზე და შემდეგ როგორ ვთამაშობთ”-, განაცხადა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

Leave A Reply

Your email address will not be published.