ლევან ბერძენიშვილი: ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“დღეს შუადღისას გარდაიცვალა ჩემი უფროსი ძმა – ფრიდონ (მამუკა, ფორე) ბერძენიშვილი. მე ცოცხალი ვარ. ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ. მეც თქვენსავით ინტერნეტით გავიგე; ოღონდ მას შემდეგ, რაც უცხოეთში საყვარელმა მეგობარმა დამირეკა და ჩემი ხმის გაგონებაზე ცუდად შეიქნა”, – წერს ლევან ბერძენიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.