ლევან ბერძენიშვილი – საქართველო ევროპიდან უკვე ვერსად ვერ გაუხვევს

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს. დეპუტატის თქმით, ეს იმ შრომის შედეგია, რომელიც მოქმედმა და წინა ხელიუსფლებებმა გასწიეს წლების განმავლობაში.

„ეს არის შედეგი იმ სამწლიანი მუშაობისა, რომელიც ჩაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ამავე დროს ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც წინა ხელისუფლებამ და იმის წინა ხელისუფლებამ ჩაატარა. ეს ,რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი დღე. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ისტორიულია, იგი არის შემოუბრუნებლობის მომენტი, ანუ საქართველო ევროპიდან უკვე ვერსად ვერ გაუხვევს“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.