ლევან ბერძენიშვილი: უკვე საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში კაცს კლავენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და “რესპუბლიკელების” დეპუტატი  ლევან ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში დატრიალებულ მოვლენებზე.

მეგონა, მღებრიშვილი ამავე დროს იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს, იმიტომ, რომ არ ვიცი შეამჩნია თუ არა, უკვე საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში კაცს კლავენ.

მისივე შეფასებით, შექმნილი სიტუაცია უკვე გასცდა ყველა საზღვარს.

ბერძენიშვილის თქმით, მღებრიშვილი ხალხის არჩეულია და მოქალაქეებთან მეტი ყურადღებაა საჭირო.

„მეგონა, მღებრიშვილი ამავე დროს იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს, იმიტომ რომ, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, უკვე საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში კაცს კლავენ. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. ამას უკვე სისტემური ანალიზი სჭირდება. ეს შემთხვევითი ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობა პოტენციური მკვლელების გამოშვებულია ვოლიერებიდან, თუ არ ვიცი საიდან . მესმის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიციის უფროსი და პოლიციას უნდა მოეფეროს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩეულია და ჩვენი დანიშნულია. ჩვენ უნდა მოგვხედოს, მოქალაქეებთან ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. მემგონი უბრალოდ მას არ ესმის თავისი პასუხისმგებლობა, თავისი როლი. მთავრობის მუშაობაში ეს ხარვეზია და აღარ იყურებიან მოქალაქეებისკენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...