ლევან გაჩეჩილაძემ შესაძლოა საჯარო რეესტრს უჩივლოს

ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრისგან “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირებას 15 თებერვალსაც დაელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარს შეიტანს.
როგორც მედიას გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, საჯაო რეესტრს განცხადებით მიმართა.
მისი თქმით, განცხადებას დაურთო საქალაქო სასამართლოს განჩინება, სადაც არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა “მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი საჯარო რეესტრმა ორშაბათს უნდა გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეესტრის მიმართ საჩივარი მომზადდება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი 10 თებერვალს შეაჩერა.

უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.
ipn.ge

Comments
Loading...