ლევან გაჩეჩილაძის შვილი ღიად აცხადებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში მონაწილეობდა

ყოფილი ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის („გრეჩიხა“) შვილი, რატი გაჩეჩილაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ იგი თავად მონაწილეობდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა:

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა, იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!

ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.

ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში“, – წერს რატი გაჩეჩილაძე.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით – 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 3 წლამდე.

Leave A Reply

Your email address will not be published.