ლევან კობიაშვილი კახა ცხადაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს.

„წარმოუდგენელია, მან პოსტი შეინარჩუნოს. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომის სხდომას, რადგან იურიდიული წესები დავიცვა, რათა კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელი არ იყოს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, მასა და კახა ცხადაძეს შორის დაპირისპირება ცხადაძის სახელფასო ანაზღაურების გამო მოხდა.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მას და ცხადაძეს შორის რამდენჯერმე შედგა საუბარი, თუმცა უშედეგოდ.

„თვენახევარია მოლაპარაკება დაიწყო. მე მას ახალი ხელშეკრულება შევთავაზე. გადავწყვიტე, მწვრთნელების ხელფასები შეგვეცვალა. შეხვედრაზე მხადაჭერა აღვუთქვი, მინდოდა გვერდში დამდგომოდა, მეც და ფედერაციასაც და ჩემი შეთავაზება მიეღო. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კახა ცხადაძეს თანამდებობა შეენარჩუნებინა და მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო“, – განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, მან ცხადაძეს დღეს არსებული ფიქსირებული ხელფასის 50% და ბონუსების სისტემა შესთავაზა.

კობიაშვილის ინფორმაციით, ცხადაძის ხელფასი წელიწადში მილიონნახევარ ლარს შეადგენდა.

კობიაშვილს აღმასკომის გამართვის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ასევე არ დაუსახელებია კახა ცხადაძის შემცვლელის ვინაობაც.

Leave A Reply

Your email address will not be published.