ლევან მამალაძე: “ბესელია და ხიდაშელი ბიძნურ საქმეებს ჩადიან…”

ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი ბიძნურ საქმეებს ჩადიან და ექს-პრემიერს მოვუწოდებ, ადამიანები რომლებიც მის სახელს ბღალავენ, “ქართული ოცნებიდან” გარიცხოს, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ ქართველ ჟურნალისტებთან სკაიპ-კონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც მამალაძემ აღნიშნა, მისი პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება საქმეში თინა ხიდაშელის ჩარევის და ასევე მამალაძის მიერ ფინანსურ გარიგებაზე უარის თქმის გამო მოხდა.

“როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, ბესელიას გარემოცვის მხრიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ პირადად თინა ხიდაშელი ერეოდა საქმეში. როგორც კი დაინახეს, რომ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს ეს თემატიკა. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხიდაშელი მისული იყო ბიძინა ივანიშვილთან, მხოლოდ ცუდი ილაპარაკა ჩემზე და დააფიქსირა, რომ ჩემი სიაში შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან ჩამოვიდოდი და პოლიტიკურ პროცესებში ხელს შევუშლიდი”, – აღნიშნა ლევან მამალაძემ.

ყოფილი გუბერნატორის თქმით, მამალაძესთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზია და კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ.

Leave A Reply

Your email address will not be published.