ლევან მამალაძე: მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს!

პოლიტიკოსი ლევან მამალაძე, საგარეჯოს რაიონში ჩატარებულ არცევნებს ეხმაურება:

ორი კვირის წინ ჩატარებული გამოკითხვით საგარეჯოში ინაშვილს 46% აძლევდა ხმას, ხიდაშელს 11%. ასეთი რა გააკეთა რესპუბლიკურმა პარტიამ 10 დღეში , რომ ხიდაშელმა გაიმარჯვა? -რამდენად სანდოა საგარეჯოს აჩევნების შედეგები? -სააკაშვილისეული გაყალბების და ძალადობის მეთოდის აპრობაცია ხომ არ იყო , მმართველი გუნდის მხრიდან 2016 წლის არჩევნებისთვის? ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა. ანალიზს თუ გავაკეთებთ პროგნოზი სულ სხვა გამოდის! საგარეჯოში მობილიზებული იყო მთელი სახელისუფლებო რესურსი, სამინისტროები, გამგებლები, სიფლის რწმუნებულები, პოლიცია, ჯარი, ოცნების და რესპუბლიკური პარტიის მთელი ინფრასტრუქტურა. თინა ხიდაშელმა სააკშვილის დავალებით , ნაციონალებიც დაიხმარა, ხმებიც თვითონვე დათვალა და მაინც ოცნების კანდიდატმა 1 %-ით ძლივს მოუგო ირმა ინაშვილს. საქართველოში არსებული მდგომარეობიდან და მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე , 2016 წელს საგრძნობლად ვერაფერი შეიცვლება და ხელისუფლების დანაპირები სოციალურ -ეკონომიკური გაუმჯობესება თვალსაჩინო ვერ იქნება. ეკონომიკური და ფინანსური სიდუხჭირე , სამართლიანობის აღდგენის გაუთავებელი გაჭიანურება, გააღრმავებს ხალხის უკმაყოფილებას, ხოლო სახელისუფლებო და პარტიული რესურსი არ ეყოფა დღევანდელ მმართველ ძალას 2016 წლის არჩევნების მოსაგებად. ნაციონალურმა მოძრაობამ რებრენდინგი ვერ შეძლო, რადგანაც მთი რეჟიმის ძალადობის შედეგებს დიდხანს ვერ დაივიწყებს ქართული საზოგადოება , ასევე სააკაშვილისაც ვერ ჩამოიშორებენ და მათგან ვითომდა გამოყოფილი ჯგუფებიც ვერ მოიპოვებენ ავტორიტეტს. ამიტომ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნებას ინსპირირებული პროვიკაციებით და სისხლიანი გადატრიალებით შეეცდებიან. არჩევნებზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება მესამე პოლიტიკურ ძალას, თუკი ასეთმა ახალმა ჯგუფმა , შეძლო სჭირო ფინანსების მოზიდვა და ხალხთან დაახლოებით პრაგმატული მოქმედება. საზოგადოებაში მესამე ძალის მოლოდინი ყველაზე მაღალია. თუკი უცხოეთის ზეწოლას გაუძლო და განთავისუფლდა მიტმასნილი ურეიტინგო პარტიებისგან, მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი ეფექტური პოლიტიკური კონსტრუქციის შესაქმნელად მას ძალიან ცოტა დრო რჩება!

Comments
Loading...