“ლევან ფხაკაძემ ადამიანი დაჭრა და გაიქცა საზღვარგარეთ”

ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნანა კაკაბაძის გაღიზიანება თავდაპირველად გადაცემა “პრიორიტეტის” მიერ ლევან ფხაკაძესთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ – როგორ მოხვდა პოლიტდევნილთა სიაში ლევან ფხაკაძე, რომელიც მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს, გამოიწვია. კაკაბაძემ წამყვანს კვალიფიციური კითხვების დასმა ურჩია.

შემდეგ მას იგივე კითხვა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა დაუსვა.

საპასუხო ბრალდებად კაკაბაძემ ელისაშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალების ფაქტი გაახსენა, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების კომისიას პრეზიდენტის ცოლის ძმის საქმე არ განუხილავს და ის პრეზიდენტმა თავად კომისიის რეკომენდაციის გარეშე შეიწყალა.

“ლევან ფხაკაძემ ადამიანს 8 ტყვია ესროლა, სამი ტყვიით დაჭრა და გაიქცა საზღვარგარეთ, პოლიტდევნილი როგორ იყო, ჩაუდეს დაჭრილი კაცი? ჰეროინი ჩაუდეს, კოკაინი ჩაუდეს, დაჭრილი კაცი ჩაუდეს ლევან ფხაკაძეს?”, – მიმართა ელისაშვილმა კაკაბაძეს.

“რაც შეეხება პოლიტდევნილებს, ეს არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ციხეში იჯდნენ. ანუ ჩვენ ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას მათი ციხიდან გათავისუფლების შესახებ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აღიარა კომისიამ პოლიტდევნილებად, ადამიანები, რომლებსაც სხვა ქვეყანაში ჰქონდათ მიღებული დევნილობის სტატუსი. ამ ადამიანებმა მიმართეს კომისიას და კომისიის ყველა წევრი გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს, თუ როგორ მოხვდნენ. პოლიტდევნილები ასე მოხვდნენ სიაში – იყო სხვა ქვეყანაში აღიარებული, შემოიტანა საბუთები, ეს ადამიანები ციხეებში არ იჯდნენ, ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება მათი ციხეებიდან გათავისუფლების შესახებ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ადამიანებს, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ სტატუსები სხვა ქვეყანაში, საქართველოში მიეცათ უფლება, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ესარგებლათ”, – განაცხადა კაკაბაძემ “იბერიას” ეთერში.

Leave A Reply

Your email address will not be published.