ლევან ვარშალომიძე – ხელისუფლება აგონიაშია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, 11-12 მარტის ბათუმის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო მართული. მისი თქმით, ირაკლი ჩხვირიკია ბათუმში მაშინ ჩავიდა, როცა აქცია დასრულებული იყო.

„ხელისუფლება აგონიაშია. ჩვენი პარტიის წევრები მოთხოვნის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დაიკითხნენ. ვეძებთ, დამნაშავეს? კარგით, დაველოდოთ გამოძიებას. არასდროს არ უნდა დაუშვას ქვეყანამ, რომ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აქციის ორგანიზატორები მკაცრად დაისაჯონ, ვინც ეს ჩაიდინა. რეალურად ხელისუფლებას 6 საათის განმავლობაში ეძინა და არანაირი ქმედება არ იყო განხორციელებული. დღეს ვიჭერთ ჩხვირკვიას? იგი ბათუმში ღამის 5 საათზე ჩამოვიდა, როდესაც მოვლენები უკვე ფაქტობრივად დასრულებული იყო. გამოიძიონ, ჩვენ ყველა ველოდებით. მშვიდობიანი აქცია გადაიყვანეს ძალადობრივში, რომელიც მართული იყო პირადაპირ ხელისუფლების მხრიდან და დღეს ვეძებთ დამნაშავეებს“, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში 20 პირი იმყოფება, აქედან ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს აქციის ორგანიზება ედებათ ბრალად.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...