ლევან ვასაძე პარლამენტში იმყოფება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოს პარლამენტში იმყოფება და განათლების კომიტეტის სხდომაზე დასწრებას გეგმავს.

როგორც ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის განათლების კომიტეტში საგნის „მე და საზოგადოების“ განხილვას დაესწრება.

მისი თქმით, ამ საგანთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს წარმოადგენს, ვინაიდან, ამ საგნის სკოლაში შემოღების წინააღმდეგია.

განათლების კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

Comments
Loading...