ლევან ვასაძე: თქვენ ხომ მედროშეები ხართ ლიბერალების, ქართველი ჟურნალისტები

“მე ახლა ერთ რამეს გეტყვით, რაც საქართველოში ჯერ არავის გაუგონია, მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? და მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რახან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით, სხვა არჩევანი არ დამრჩენია.” – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ქრონიკის სტუდიაში”

თამუნა, პირადად მე ძალიან მიყვარს ერთი წესიერი გოგოა, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილმა, ჩემმა ძმაკაცმა, თავიც დაიღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი, არ წახვიდე მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა

ჯერ ერთი, სახელმწიფოში ჯერ არ არის დამუშავებული… ეს არის სტანდარტი, ძალიან სწრაფად ცდილობენ შეცვალონ. ახლა რაც დევს სამინისტროს ვებგვერდზე, ამოწმენდილია, უმრავლესობა ამ უმსაგავსობების და ჭუჭყის, რაც იყო პირველ ვერსიებში. აი აქ მაქვს ამობეჭდილი. კი წაშალე ფართხა-ფურთხით, მაგრამ შერეკილების ის უნდა გაგახსენოთ, აქედან ვერ წაშლითო. ყველაფერი, რაც პეტიციაში წერია, სიმართლეა, დოკუმენტურად გვაქვს ყველაფერი. პირველ ვერსიაში ეწერა, რომ ბავშვებს უნდა ათამაშონ როლური თამაშები ყველას სახის უმცირესობებისა, რომ მათ გაუჩნდეთ სიმპათია ყველა სახის უმცირესობებისადმი. იმავე ვერსიაში ეწერა, რომ ბავშვმა უნდა მოყვეს, რატომ ვერ უგებენ მას ბოლომდე ოჯახის წევრები, იმავე ვერსიაში ეწერა, რომ ბაშვმა მშობლებს ჩაუტაროს ინტერვიუ რატო, არ იცავენ მშობლები ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს გაუგებარია ეს ყველაფერი

ჟურნალისტ და გადაცემის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე: “მე მოვყევი შესავალში, ჩემთვის რატომ არის მისაღები ეს საგანი, თქვენთვის რატომ არის მიუღებელი? ლევან ვასაძემ განაცხადა:

“თქვენ ხომ მედროშეები ხართ ლიბერალების, ქართველი ჟურნალისტები. ჩემთვის მიუღებელია იმიტომ, რომ მე ვიცი ამ საგნის დამკვეთების ვინაობა, რაობა და შესწავლილი მაქვს ეს სერთაშორისო დონეზე.” – განაცხადა ლევან ვასაძემ

Comments
Loading...