ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

ამერიკის საჰაერო ძალებმა ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ BBC იუწყება შეტევა სამიზნე ობიექტზე ამერიკის საჰაერო ძალებმა პარასკევს 13 ნოემბერს დაიწყეს. პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ვარაუდობენ, რომ ნაბილი მოკლეს. თუმცა არაოფიციალურ კომენტარებში პენტაგონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან ნაბილის სიკვდილში.

“ნაბილის სიკვდილი შეამცირებს ისლამური სახელმწიფოს მიზნების ეფექტურობას ლიბიაში, მათ შორის ახალი წევრების მოზიდვას”, – აცხადებენ ოფიციალური პირები დასავლურ სააგენტოებთან საუბრისას. შეტევაში F-15-ის ტიპის ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა

გარდაცვლილი აბუ ნაბილი წარმოშობით ერაყიდანაა.

Leave A Reply

Your email address will not be published.