ლისის ტბაზე დღეს ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრა გაიმართება

„მადლობა ოლიმპიელებს“ – ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ეს ღონისძიება დღეს, 20:00 საათზე ლისის ტბაზე გაიმართება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

Comments
Loading...