Lonely Planet: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევები 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში

პირველ ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები.მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

“მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში. 1-ელ ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები.

ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი საზღვრების გახსნა მას შემდეგ, რაც მოიხსნა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადდაწესებული შეზღუდვები. მაგრამ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელი ტურისტული მიმართულებებია ყველაზე უსაფრთხო პოტენციური მოგზაურებისთვის? სამოგზაურო ვებგვერდმა European Best Destination ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი.

ყურადღება გამახვილებულია ვირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ტურისტულ მიმართულებებზე, რომლებმაც ასევე განახორციელეს ჰიგიენის წესების დაცვასთანდაკავშირებული სპეციალური პროტოკოლები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები”, – ნათქვამია სტატიაში.

Comments
Loading...