ლორა თორნტონი აშშ-ს არჩევნებზე: მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

„ყოჩაღ, ამერიკა. იმედი მაქვს, ამაყობთ. მშვიდობით აბორტთან დაკავშირებულო უფლებებო; მშვიდობით უზენაესო სასამართლოვ, 20 მლნ ადამიანის ჯანმრთელობავ; მშვიდობიოთ იარაღის კონტროლო;

გამარჯობა კედელო, მუსლიმების დევნავ; მშვიდობით ეკონომიკავ; მივესალმები საბაზრო კრახს; მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო;

ვემშვიდობებით უცხოურ დახმარებას, საერთაშორისო პატივისცემას; მივესალმებით ქალთა უფლებების დაუცველობას, რასიზმს, თეთრ უზენაესობას, ფაშიზმს. მეტირება ჩემი ქვეყნის, ჩემი შვილების გამო“, – წერს თორნტონი სოციალურ ქსელში.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ბოლო მონაცემებით, ტრამპი 289 ხმით ლიდერობს, მის მეტოქე ჰილარი კლინტონს კი, ამომრჩეველთა კოლეგიაში 218 ხმა აქვს.

Comments
Loading...