ლოტკინზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ლოტკინზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შსს-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...