ლუგარის სახელობის ლაბორატორია, ნელი მოქმედების სასიკვდილო ბომბი საქართველოში

მას შემდეგ, რაც ყინვამ და დიდთოვლობამ საქართველოსთვის უჩვეულოდ დიდხანს მოიკიდა ფეხი და შესაბამისად, ავადმყოფების რიცხვმა იმატა, ქათმის, ღორის თუ კიდევ რაღაცის გრიპის ვირუსისგან დამფრთხალ ადამიანებში ხელახლა გამოითქვა ყოველწლიური ეჭვი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის, მოკლედ, ლუგარის ლაბორატორიის (ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე) მისამართით, ამერიკელებს გამოჰყავთ საიდუმლო ვირუსები და ცდებს ჩვენზე ატარებენო.

არ ჭრის ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა კომპეტენტური პირების ფიცი-მტკიცი, რომ კონკრეტულ მიზეზთა გამო, ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ფიზიკურად შეუძლებელია რაიმეს გასაიდუმლოება; რომ ცენტრის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული ან ახლად აღმოჩენილი ვირუსების და ბაქტერიების დროული დიაგნოსტიკით და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლევის გაზიარებით; რომ ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ის მთავრობის გარდა ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ახორციელებენ.

თუ გავიხსენებთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველის, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეფრი სილვერმანის სიტყვებს აღნიშნულ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, თუ ეჭვი არ გქონდა ადამიანს, აუცილებლად გაგიჩნდება, ხოლო თუ გქონდა, უფრო გაგიმძაფრდება. რამდენადაც ვიცით, ბატონი სილვერმანი შეურაცხადად არ არის ცნობილი…

10 2005

ჯეფრი სილვერმანი: – „ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ-ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების კვლევა, რომლებიც, შეიძლება, გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებას და ცდების ჩატარებას ადამიანებზე.
მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხის, ციმბირის წყლულის, შავი ჭირის და ე. წ ღორის გრიპს.
ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება თბილისის ლაბორატორიას ექცევა, რომელსაც რუსები განსაკუთრებით აკვირდებიან.
ასევე, მოქმედია ე.წ მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში. ლაბორატორია განთავსებულია ოთახებში სადაც წვავენ გვამებს…
ქათმისა (H5N1) და ღორის გრიპი (H1N1) ან ჯილეხი უშუალოდ ლაბორატორიიდან არა, მაგრამ ის გამოუშვეს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მეცხოველეობის ინდუსტრიის გასანადგურებლად, განსაკუთრებით აფრიკული ღორის გრიპი. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში და ვიცი, რომ აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.
რაც შეეხება ექსპერიმენტებს ადამიანებზე, ის მიმდინარეობს საზოგადოდ მოსახლეობაზე სხვადასხვა გრიპით (ვირუსით) და საექსპერიმენტო ვაქცინით…“

ლუგარის ლაბორატორიას ამჯერად სომხური მედია ადანაშაულებს მათი ათი თანამემამულის გარდაცვალებაში. დაღუპულთა უმეტესობა სომხეთ-საქართველოს საზღვართან ცხოვრობდა და სწორედ ამ რეგიონში ხდებოდა ბოლო წლებში „ღორისა და ფრინველის გრიპით“, ან ციმბირის წყლულით (ჯილეხი) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადების შემთხვევები.
ბატონი პაატა იმნაძე (არა მხოლოდ) თვლის, რომ ავტორები, რომლებიც წერენ, რომ აღნიშნული ლაბორატორია სახიფათო ავამყოფობების გამომწვევია, დილეტანტები არიან, რომლებმაც ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაუჯერეს, რადგან ასეთივე სტატიები ქვეყნდება არა მხოლოდ სომხურ მედიაში, არამედ ზოგიერთ ქართულ საიტებზეც.

10 2005

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი შეურაცხადად არ არის აღიარებული და ამასთანავე, არც რუსია, არც სომეხი…
ბატონ იმნაძეს სათქმელი აქვს, როდესაც რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს ეჭვების გამო რუსი ჟურნალისტების დელეგაცია მოიწვიეს და ჟურნალისტები დარწმუნდნენ, რომ ლაბორატორიაში მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები ტარდებოდა, სადაც არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ რუსი (წარმოშობით), გერმანელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები მუშაობენ, ამდენად, ღია დაწესებულებაა, თუმცა საექსკურსიო ობიექტად ვერ ვაქცევთო.
თუ ბატონ იმნაძეს ეს აქვს სათქმელი, ჟურნალისტებს (და არა მხოლოდ) ის აქვთ, რომ მათ აჩვენეს მხოლოდ ის, რაც აჩვენეს და რაშიც აბსოლუტურად ვერ გაერკვეოდნენ, თუნდაც რომ უსაშინელესი შედეგის მომტანი შტამები ენახათ.
ძნელია, მტკიცებულების გარეშე რაიმე ამტკიცო ერთი კაცის ინტერვიუსა და მხოლოდ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვიდან გამომდინარე, ამდენად, მხოლოდ ის გავიხსენოთ, რაც დადასტურებულია და უკვე ისტორიის კუთვნილი ერთი ტრაგიკული ფურცელია.

1960 წელს მექსიკაში, მეხიკოში, საბჭოთა კავშირის საელჩოს წინ ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს, თუმცა, მან მოასწრო და საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს წერილი გადასცა. წერილში ეწერა, რომ ის იყო 39 წლის ჯეიმს მორტონ მეისონი, ბიოლოგიის მაგისტრი და მუშაობდა აშშ-ის სამედიცინო-ბიოლოგიური ცენტრის ლაბორატორიაში, ბრაზილიაში. მისი წერილის მიხედვით ირკვეოდა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიაში არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ამის შესახებ მსოფლიოს უნდა გაეგო. იქვე აღნიშნავდა, რომ ვირუს „ოპეესის“ გამოყენებას აშშ საბჭოთა კავშირში უახლოეს დღეებში გეგმავდა და თუ დროულად არ მიიღებდნენ ზომებს, დაგვიანდებოდა.
წერილი „КГБ-ს“ შეფს გადაეცა და სპეციალური სანქციების შემდეგ გენერალმა კორობნიკოვმა სპეცოპერაციის ჩატარება პოლკოვნიკ ბადრი ლაღიძეს დაავალა.

მეისონის მითითებული სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორია კაციჭამია ტომებით დასახლებულ ამაზონის ჯუნგლებში მდებარეობდა, რომლის ტყეებში ნიანგებით სავსე ტბები იყო. ეს უზარმაზარი ტერიტორია ამერიკულ კონცერნ „ნეიშენალ კოფი კომპანის“ ჰქონდა ასწლიანი იჯარით აღებული, თუმცა, საბჭოთა დაზვერვამ უკვე იცოდა, რომ ის „ცერეუს“ ფილიალი იყო.
მეოთხე დღეს საბჭოთა სპეცაგენტების ექვსკაციანი ჯგუფი, რომელშიც პირადად მონაწილეობდა პოლკოვნიკი ლაღიძე, უკვე კვეთდა ჯუნგლებს და კომნა დე-ნაის ტბასაც მიადგნენ. მათ ნიანგებით სავსე ტბიდან სპეციალურად შექმნილი სკაფანდრებით შეაღწიეს შუაგულ ლაბორატორიაში, რომელიც ტბის ქვეშ იყო მოწყობილი.

ვირუსი „ოპეეს“ უკვე შექმნილი და წარმატებით გამოცდილი იყო ადამიანებზე. ეს იყო გრიპის ვირუსი, რომელიც შეყრიდან ორი კვირის შემდეგ ვითარდებოდა ადამიანის ორგანიზმში და სამ დღეში უეჭველ სიკვდილს იწვევდა. ჩატარებული ცდების შედეგად დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ „ოპეეს“ ვირუსის გავრცელების შედეგად ერთი თვის განმავლობაში მილიონი ადამიანი განადგურდებოდა. ამერიკელებს 10 ასეთი ინფიცირებული ჰყავდათ ტბისქვეშა ლაბორატორიაში და სწორედ მეორე დღეს უნდა გადმოეგზავნათ ეს ადამიანები საბჭოეთში.

საბჭოთა აგენტებმა ლაბორატორიის სახურავის, ანუ ტბის ფსკერის 10-მეტრიანი რადიუსი ააფეთქეს, რის შედეგადაც უზარმაზარი ლაბორატორია და 560 ადამიანი ხელოვნური ტბის ფსკერზე აღმოჩნდა. სპეცოპერაციას 4 საბჭოთა სპეცაგენტის სიცოცხლეც შეეწირა. დაღუპულებთან ერთად გმირები გახდნენ ბადრი ლაღიძე და თემურ ჯუღელი, რომლებმაც „ოპეეს“ ვაქცინით სავსე კაფსულა საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს.
ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს.

საბჭოთა კავშირმა „ოპეეს“ ვაქცინა იმდენად საშიში და სწრაფგავრცელებადი გახადა, რომ ვიეტნამის ომში, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში 85 000 ადამიანი დაიღუპა უცნობი დაავადებისგან.
1973 წელს, ციმბირში, ქალაქ ირკუტსკის მახლობლად, ღრმა ტაიგაში მდებარე გასაიდუმლოებულ სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, მიწის ქვეშ, 40 მეტრის სიღრმეზე, პოლკოვნიკი იური სერიოგინი შეიჭრა, „ოპეეს-2-ით“ სავსე კაფსულა გაიტაცა და ტაიგაში ააფეთქა, რასაც 500 კმ-ის რადიუსში ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება და სიკვდილი მოჰყვა. ეს იყო მიზეზი ციმბირის ე.წ „დიდი კარანტინისა“, როდესაც ირკუტსკი და ახლომდებარე რაიონები დახურულ ზონად გამოცხადდა…

მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორიამ ფუნქციონირება დაიწყო, არა ერთხელ ითქვა რუსული მედიის სხვადასხვა საშუალებით იმის შესახებ, რაც ჩვენვე გვაწუხებს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რუსები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე წუხან.
საინტერესოა, რა გვეშველება, როდის მოვრჩებით არხეინობას, გამოვიფერთხავთ დახშულ სმენას და გადავიწმენდთ დაბინდულ გონებას, რომ ჩვენი უგნურებით, ერთის მხრივ, მგელი მიგვარბენინებს შესაჭმელად, მეორეს მხრივ – დათვი, სახლში კი ათასი ჯურის კრაზანების ბუდე გვაქვს გამართული…

გიორგი ჩხეიძე
“საერთო გაზეთი”

Comments
Loading...