მ მომენტისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მეტი კავშირი და ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ობამას დროს გვქონდა

ამ მომენტისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მეტი კავშირი და ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ობამას დროს გვქონდა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებები ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს. სესიაშვლის განცხადებით, ბევრ საუბარს სჯობს უფრო მეტად საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგას, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოიყენებენ.
” მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს კადრულობენ და რიგ შემთხვევაში აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა რეალურად არის ის, რომ ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკვე გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ელჩი მაქსიმალურად იყენებს რესურსს, შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს. ამ მომენტისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მეტი კავშირი და ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ობამას დროს გვქონდა. ყველას კარგად გვესმის, რომ ახლად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ საუბარს სჯობს უფრო მეტად საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგათ, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოვიყენებთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ipn.ge

Comments
Loading...