მადლობა საქართველოს პატრიარქს

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ისრაელის ელჩმა პატრიარქს განუცხადა, რომ იერუსალიმი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი რელიგიის მიმდევარისთვის და ხანგრძლივი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანია “J Global Group”-თან თანამშრომლობა იქნა განხილული საქართველოში ტყეების აღდგენასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პალესტინელების მიერ ორგანიზებული ორი ტერაქტის შედეგად (თელ ავივსა და სამხრეთ იერუსალიმში) ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Leave A Reply

Your email address will not be published.