“მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბაია გადაბაძის მმართველობისას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. “მაესტროს” თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება.

“მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა “მაესტროს” თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არც ერთი მცდელობა.

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და “მაესტრო” არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო”, – ნათქვამია ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...