მაგდა პაპიძე: ვინც ამბობს, რომ დედამ შეიძლება შვილი მოკლას, სწორედ ისაა მკვლელი

ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სატელეფონო ინტერვიუ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ“ ჩაწერა.

როგორც მსჯავრდებული აღნიშნავს, ბოლო სასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ მედია მის საქმეს უარყოფით კონტექსტში აშუქებდა.

მისივე თქმით, მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

“ყველაფერი კარგად იყო ჩემს ოჯახში. მაგდას და ომარს არასოდეს არ ჰქონია არც გენდერული პრობლემები და არც სიყვარულის დანაკლისი. ის ვინც ამბობს, რომ დედამ შეიძლება შვილი მოკლას, სწორედ ისაა მკვლელი”,- აღნიშნა პაპიძემ.

მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს საკუთარი ქმრის ომარ ქაფიაშვილისა და მცირეწლოვანი შვილის თორნიკე ქაფიაშვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

2016 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, ახალგაზრდა ქალს სასჯელის სახედ და ზომად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

Comments
Loading...