მაღლაფერიძე: თავს უფლება არ მივეცით გვეთქვა, თუ რომელი გადაცემა ჯობს და რომელი უნდა დაიხუროს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, კონკრეტული კრიტერიუმი, თუ რის მიხედვით უნდა მოხდეს გადაცემებს დახურვა, ჯერჯერობით არ არსებობს.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვთქვით, რომ ყველა გადაცემის გაჩერება ეკონომიას გამოიწვევს და შევძლებთ, ეს თანხა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას მოვახმაროთ. ჩვენ თავს უფლება არ მივეცით გვეთქვა, თუ რომელი გადაცემა ჯობს და რომელი უნდა დაიხუროს. ვფიქრობ, საზოგადეობასთან ერთად ზუსტი კრიტერიუმები უნდა შევიმუშავოთ, რომელიც სამართლიანი იქნება“, – განაცხდა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, 6 თებერვალს ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.

აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი საჯარო განხილვებს იწყებენ.

Comments
Loading...