მაია ასათიანი: მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, თქვენი დამსახურებაა

თოქ-შოუ პროფილის წამყვანი მაია ასათიანი საზოგადოებას მადლობას უხდის.

„სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს, ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს – თეა გვარამიას, რომ არა ის -მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებ საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს- და მის დედას ნანუკას, ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!

საქართველოს საელჩოს საფრანგეთში ეკა სირაძე-დე ლონეს, გოჩა ჯავახიშვლს, ნამდვილი მშობლებივით რომ ადგნენ ჩემს შვილს თავზე, მამა ანტონს-ჩემი გადარჩენისთვის! საქართველოს ავიახაზებს, საფრანგეთის კონსულს საქართველოში, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ჩემს „რუსთავი2“-ს -უთქვენოდ მე მოვკვდებოდი! არნახული შინაგანი სიძლიერის კაცს, რომლის მსგავსს არასოდეს შევხვედრივარ -ნიკა გვარამიას-მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის და რაც მთავარია, ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის.

მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა“, – აღნიშნულია ტექსტში, რომელიც თოქ-შოუ „პროფილის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

Comments
Loading...