მაია დარსმელიძე: ჰომოფობებო, მეზიზღებით

„ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან“, – ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში მომღერალმა მაია დარსმელიძემ.

„ჰომოფობებო, მეზიზღებით. თქვენ აქეზებთ თქვენნაირებს, რომლებიც კლავენ და მერე უბედურ შემთხვევად ასაღებენ.
ჩემთვისაც შეიძლება ვინმე ვულგარული ან გამაღიზიანებელი იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენნაირი მშიშარა არსებებია… ნუ გეშინიათ, რაც გიწერიათ – არ აგცდებათ. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან.
ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში შესაძლოა ეს თქვენი შვილიც იყოს, რომელიც უბრალოდ ხვდება რომ ხე ყავს მშობელი და სწორედ ამიტომ არ იცით რა დაბადეთ. ხედავთ როგორი ჯაჭვია? მხოლოდ მაშინ გაერკვევით ვინ არის თქვენი შვილი, მეზობელი, ნათესავი, თანამშრომელი და გაქვთ თუ არა “ნერვიულობის” საფუძველი, როდესაც შეწყდება ეს ჰომოფობიური აგრესია“, –

Comments
Loading...