მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ დღევანდელი პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ დღევანდელი პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მან მიზანშეწონილად არ ჩათვალა პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება, იქიდან გამომდინარე, რომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ოპერაციისთვის მოსამაზადებელი რთული სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 10 იანვრამდე გადაიდო, მანამდე კი სასამართლო სამედიცინო დაწესებულებასთან გაარკვევს რეალურად არის თუ არა მზად, რომ ტექნიკურად უზრუნველყონ სასამართლო პროცესების კლინიკაში ჩატარება და რაში გამოიხატება ეს მზაობა, შეძლებს თუ არა საავადმყოფო ადგილზე უზრუნველყოს როგორც მხარეების მუშაობა, ასევე მოწმეთა დაკითხვა.
როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა განმარტა, ისინი წერილობით პასუხს თოდუას კლინიკიდან 9 იანვრამდე ელოდებიან, 10 იანვარს კი მხარეებთან ერთად გადაწყდება ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესები კლინიკაში.

Comments
Loading...