მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, სასამართლო პროცესების პარალელურად მიმდინარეობს საპროცესო გარიგებაზე მუშაობა, თუმცა „პირობებზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია“.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი, დაცვის მხარის მხრიდან მიმდინარეობს პროცესების გაჭიანურების მცდელობა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეს ბრალდება ბოლომდე მიიყვანს და ის დასრულდება ბრალდების გამარჯვებით.

ცნობისთვის, ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღევანდელი სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადო. პროცესი 25 მაისს გაიმართება.

Comments
Loading...