მაია რჩეულიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

კომპანია „ცენტრ-პოინტი”-ს ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარინე ცუცქირიძის ინფორმაციით, ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა იძულებულია, მკურნალობაზე უარი თქვას.

„მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს და კვლავ პატიმრობაში რჩება. ფაქტობრივად, მაია რჩეულიშვილი იძულებულია, მკურნალობაზე უარი თქვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბრალდებული კატეგორიული წინააღმეგია, რომ პროკურატურის მოთხოვნას დათანხმდეს და პროცესები საავადმყოფოს პალატაში ჩატარდეს.

ბრალდებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებულს ოპერაცია სჭირდება, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო, რჩეულიშვილი მასზე უარს აცხადებს.

 

gnn.ge

Comments
Loading...