მაიკლ კოფმანი – საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია

კენანის ინსტიტუტის მკვლევარის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია.

„საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს, რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, ნატო ცდილობს საქართველოსთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად, იქნება მიდგომის – “გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე” ასახვა.
“მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ფაქტობრივად საქართველო, მომავალში, შესაძლებელია შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება”
-განაცხადა კოფმანმა.

Comments
Loading...