მაიმუნი მკვდარ შვილს დასტირის – ფოტოგრაფის მიერ დაფიქსირებული საოცრად ემოციური კადრი

ინდოელმა ფოტოგრაფმა, 31 წლის ავინაშ ლოდჰიმ ქალაქ ჯაბალპურის სიახლოვეს ემოციური კადრი დააფიქსირა.

ფოტოგრაფი შეესწრო ფაქტს, როგორ გადმოვარდა პატარა მაიმუნი სიმაღლიდან, შედარებით უფროს მაიმუნს კი მკვდარი ნაშიერი მკლავებზე ჰყავს დაწვენილი და დასტირის.

„ეს ფოტო საოცრად ახლოს არი ჩემს გულთან, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, არასოდეს მინახავს მსგავსი რამ.

შეჯგუფებული მაიმუნები შევნიშნე, გადავწყვიტე, მეყურებინა რას აკეთებდნენ.

ეს ყველაფერი კი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც შევნიშნე რას ვიღებდი. მაგრამ როდესაც ფოტო ვნახე, ერთი საათის განმავლობაში ვდუმდი.

ასეთი მომენტი ძალიან იშვიათია, განსაკუთრებით ცხოველებში” — განაცხადა ფოტოგრაფმა.

მისივე თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მაიმუნი არ მომკვდარა. ის გონს მალევე მოვიდა და კვლავ ხეზე აძვრა.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...