მაკა ასათიანი გია გაჩეჩილაძის გარიცხვის საკითხს დააყენებს

ტელეკომპანია „მაესტროს” პარტნიორთა კრება ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც „მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი გია გაჩეჩილაძის გარიცხვის საკითხს დააყენებს.

„პარტნიორთა კრება დანიშნულია 4 თებერვალს, 12 საათზე, სადაც განიხილება დირექტორის გადაყენების საკითხი და ჩვენს მიერ დასმული საკითხის პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის გარიცხვის შესახებ, რაც შეეხება რეორგანიზაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მის დასაწყებად, წესდების მიხედვით, ჩვენი თანხმობა დასჭირდება ბატონ გიორგის”, – ამბობს გვენეტაძე.

Comments
Loading...