მაკა ასათიანის თქმით გაჩეჩილაძეები სავარაუდოდ “მაესტროს” გარშემო არსებული ვითარების მსხვერპლი არიან

ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს ჯერ არ შეხვედრია. როგორც ასათიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის შედგება შეხვედრა, თუმცა ასათიანი მაესტროსთან მიმართებაში ბოლო დღეების განმავლობაში გაჩეჩილაძეების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ არსებული ვითარების მსხვერპლი არიან. ტელეკომანიის მფლობელის თქმით ის არც გამორიცხავს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ამ პროცესების უკან ირაკლი რუხაძე იდგეს.

ასათიანს დღეს ჟურნალისტებთან არ დაუმალავს, რომ ტელეკომპანიის წილების შესყიდვით ირაკლი რუხაძე ადრეც იყო დაინტერესებული და მას და მის მეუღლეს კოტე გოგელიას მსგავსი შეთავაზებები არაერთხელ ჰქონიათ სხვადსხვა კომპანიისგან, მაგრამ ასათიანის თქმით ისინი ყოველთვის ფრთხილობდნენ წილის გაყიდვას და ინტერესდებოდნენ ვინ იდგა დაინტერესებული მყიდველის უკან.

ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი მაკა ასათიანი ამ წუთებში თანამშრომლებს ხვდება. ტელევიზიაში თათბირი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

Comments
Loading...