მაკა ასათიანმა „მაესტროზე“ პირველი კომენტარი გააკეთა

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი გვიან ღამით თბილისში ჩამოვიდა.

ასათიანის ჩამოსვლა „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დღეს ის ტელეკომპანიაში მისვლას და მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„შეცდომებს უშვებს ყველა – ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ“, – განაცხადა მაკა ასათიანმა და აღნიშნა, რომ დეტალების შესახებ საუბრისათვის მზად არ არის. ის კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის.

მაკა ასათიანი აპირებს, შეხვდეს გია გაჩეჩილაძეს, რომელიც, მისი თქმით, მისი ოჯახის წევრია.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა, რასაც არხის წილებთან დაკავშირებით დავა მოჰყვა

Comments
Loading...