„მაკდონალდსი“ ინოვაციურ შესაკვეთ კიოსკს ნერგავს

„მაკდონალდს საქარველო“, რომელიც უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია რაც საქართველოში საუკეთესო სერვისის მქონდე კომპანიად სახელდება, მომხმარებელს მომსახურების ინოვაციურ ფორმას სთავაზობს.

კომპანია „ვიზასთან“ და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ინოვაციურ შესაკვეთ კიოსკებს ნერგავს. შესაკვეთი კიოსკის პრეზენტაცია რესტორნის დიღმის ობიექტში, დღეს გაიმართა.

„მაკდონალდს საქართველოს“ წარმომადგენლობის დირექტორის თენგიზ კაპანაძის განცხადებით, ინოვაციური შესაკვეთი კიოსკი მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად ფოკუსირდება.

„კიოსკი ადაპტირებულია შშმ პირებზეც — სასურველ პროდუქციას მოქნილი დიზაინით კონსტრუირებული მექანიზმის მეშვეობით მიაწვდის“, – განაცხადა კაპანაძემ.

უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა „მაკდონალდსის“ სტრატეგიული პრიორიტეტია: საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის ქვეყნებს შორის ბრენდის სიახლეების დანერგვის პიონერია — ქართული „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი პირველი სთავაზობს მომხარებელს ახალ შესაკვეთ აპარატებს.

შესაკვეთი კიოსკის დანერგვა ახალი ეტაპია მომსახურების სფეროში. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება მომხმარებლისთვის ინოვაციური და უნიკალური დამატებითი სერვისების შეთავაზება, რასაც მაკდონალდსი უახლოეს მომავალში პირდება ქართველ მომხმარებელს.

„მაკდონალდსი“ ქართველ მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით დანერგილ ინოვაციებს და სიახლეებს ყოველთვის დროულად აწვდის: მაგალითად, მომსახურების ახალი მეთოდი, რომელიც 2015 წელს დაინერგა, იმ პერიოდში მხოლოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში იყო აქტიური. წელს კი ქართულმა „მაკდონალდსმა,“ როგორც ინოვაციების კუთხით ბრენდის ერთ-ერთმა სამაგალითო წარმომადგენლობამ, ევროპის სხვა და სხვა ქვეყნების წამომადგენლებისთვის ვორქშოპს უმასპინძლა და წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.

Comments
Loading...