მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ის კედელს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

Comments
Loading...