„მალამოდ დაგედებით ტკივილებზე ყველა; ნაღვლის ბუშტის ანთებაა და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს, სხვა მხრივ, ჩვენი უწმინდესი მხნედ არის, უფლის ნებით“

საპარტიარქოს ჩოხოსანთა კავშრის თავჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„თქვენო უწმინდესობავ, ჩვენო ტკბილო პატრიარქო და ქართველი ერის სულიერო საჭეთმპყრობელო !!!
თქვენი მხედრობა – საპატრიარქოს ჩოხოსნები მუხლმოდრეკილნი ვლოცულობთ თქვენი გამოჯანმრთელებისა და დღეგრძელობისთვის…
მალამოდ დაგედებით ტკივილებზე ყველა !!!
ქართველი ერი გეამბორებათ მაკურთხებელ მარჯვენაზე და შევთხოვთ უფალს თქვენს მალე სრულიად განკურნებით დაბრუნებას სამშობლოში ერისა და ბერის სანუგეშოდ !!!”
ნაღვლის ბუშტის ანთებაა ისევ და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს. ამ სამი დღის წინათ ჰქონდა ისევ მაღალი ტემპერატურა, თორემ, სხვა მხრივ, ჩვენი უწმინდესი მხნედ და მაგრად არის, უფლის ნებით.” – წერს ზვიად სეხნიაშვილი.

 

 

interfactnews.ge

Comments
Loading...