მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-მურაბითუნმა აიღო

მალიში, სასტუმრო რედისონზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-მურაბითუნმა აიღო, რომელიც ალ–ყაიდას ლოიალურ დაჯგუფებას წარმოადგენს.

ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსეს.

ამ დროისთვის მომხდართან მათი კავშირის შესახებ მონაცემები მოწმდება.

შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში გუშინ, დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. ტერორისტებმა სასტუმროს 30–მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტები იყვნენ, მძევლად აიყვანეს. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, გარდაცვლილია, სულ მცირე, 18 მძევალი და 2 ტერორისტი. მოკლულებს შორისაა ბელგიის ერთერთი რეგიონის პარლამენტის წევრი.

Comments
Loading...