მალიში რუსეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა

მალის დედაქალაქ ბამაკოში, გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს რუსეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს . საგარეო უწყებამ თავდასხმა დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ეს არის არაადამიანური დანაშაული, რომელიც მალიში ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტერორისტები ბამაკოში მდებარე “რედისონის” სასტუმროს გუშინ თავს დაესხნენ და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო. თავდასხმის შემდეგ მალიში 10-დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.