მამა პეტრე: ხანძარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს

დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას თქმით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც მამა პეტრე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხანძრის შედეგად მოსახლეობა ულუკმაპუროდ დარჩა და აქციები უნდა დაიწყოს.

“ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. აფხაზეთში გადამწვარ მოსახლეობას არც აქ ინდობენ და ქუჩაში ულუკმაპუროდ ყრიან. როგორც ჩანს, ნერონის პოლიტიკა ძალაშია. აქციები უნდა მოეწყოს. უმძიმესი მდგომარეობაა. ბანკები გარემოვაჭრეებს თვითმკვლელობამდე მიიყვანენ”, – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი 03:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები დაიწვა.

Comments
Loading...