მამა სერაფიმე – თუ ქართველ ერს მიაჩნია, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მოღალატე, მე დავდებ ჯვარს…

სოფელ ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ „tvპირველის” ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლიჟკოვი, მონასტერში არამეულ ენაზე ლიტურგიის მოსასმენად მივიდა.

„მე არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც დასავლეთის, ეს ჩემი პოზიციაა. თუ ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი ჯილდო იმის შემდეგ, რომ მე ქრიტიანი ვარ, დავიბადე საქართველოში,  მე ღიად ვაცხადებ, თუ ასე თვლინ მე დავდებ ჯვარს.

დღეს ისეთი კომენტარი იყო, ასურელი ბავშვები რომ ჩაეხოცა, მაშინ მიიღებდი?!. მე ვაცხადებ, ეს ადამიანი ჩემს მოსაკლავად რომ მოსულიყო, მე სიმით გამოვიდოდი და დავხვდებოდი, მაგრამ ეკლესიის კარს გავუღებდი”, – განაცხადა მამა სერაფიმემ.

 

reportiori.ge

Comments
Loading...