“მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა, რომ ბოროტად არავის სახელით არ უნდა მესარგებლა”

“მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა, რომ ბოროტად არავის სახელით არ უნდა მესარგებლა. თუ მაგარი ხარ, შენი გვარით და სახელით იცხოვრეო. მაშინ ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა სიღრმისეულად არც მესმოდა. ზოგი საბჭოთა რაიკომის მამის სახელით სარგებლობდა, ზოგი- შეძლებული ბაბუის, ზოგი ცხოვრების გზაზე ჰპოულობდა მამის შემცვლელს, მფარველების სახით… და ამით სარგებლობდა. კარიერას იქმნიდა და სტატუსს იძენდა. შესაბამისად, მატერიალურ მდგომარეობასაც იუმჯობესებდა… მამაჩემი იმასაც კი გვიკრძალავდა, სადმე გვეთქვა, რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმის შვილები ვიყავით. სწორედ მამაჩემმა მომცა ბიძგი, მემოქმედა მარტო… და მაშინაც კი, როცა არავინ ვიყავი, ირმა ინაშვილის სახელით დამეშვა შეცდომები… ირმა ინაშვილის სახელით მიმეღწია წარმატებისთვის… ირმა ინაშვილის სახელით მომეხადა ბოდიში და ირმა ინაშვილის სახელით მეომა, თუ მყვარებოდა. იგივეს ვასწავლი ახლა ჩემს შვილებს… და მიხარია, რომ სწორად ესმით, რასაც ვასწავლი.”

წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...