“მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ მისი მოკვლა გია უდესიანს და რეზო ქურასბედიანს შეეძლო”

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილის განცხადებით, პროკურატურას ახალი არაფერი უთქვამს და დღეს გაჟღერებული ინფორმაცია ოჯახისთვის ცნობილი იყო.

“ახალი არაფერი არ ითქვა. ეს ოჯახის წევრებმა ისედაც ვიცოდით. რაც შეეხება დამკვეთებს, მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ მისი მოკვლა გია უდესიანს და რეზო ქურასბედიანს შეეძლო. დამკვეთებია მნიშვნელოვანი და არა ის, ტყვია ვინ ისროლა. მოტივი იყო კუს ტბა და მიმდინარე დავები”, – აცხადებს მოკლული ბიზნესმენის შვილი ბესო ხარძიანი

გია უდესიანის და ნატო უდესიანი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მის ძმას ხარძიანის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ალექსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

Comments
Loading...