მამაჩემს და დედაჩემს, ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ

„როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში? მამაჩემს, ან დედაჩემს, რომელთან ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!“- ამ კომენტარით დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მისმა მამამ სუპერმარკეტიდან პროდუქცია მოიპარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მამამისს შოკოლადისა და კარაქის ფულის გადახდა დაავიწყდა. დეპუტატის განმარტებით, ასეთი რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მით უმეტეს კი ასაკიანს.
„ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!
გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერმარკეტში?
ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე :)) ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო, იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.
და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!
აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!
ძალიან, ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!
უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემ გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!
ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?“
– წერს ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...