მამაკაცებში მომენტალური სიკვდილის 5 ძირითადი მიზეზი

რა თქმა უნდა, გულის შეტევას შეუძლია მაშინვე მოკლას ადამიანი, თუმცა, გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის არ შედის მომენტალური სიკვდილის მიზეზების ხუთეულში.

ქვემოთ ჩამოთვლილია სიკვდილის გამომწვევი 5 მიზეზი, რომელთა შეტევისას, თქვენ თვალის დახუჭვასაც კი ვერ მოასწრებთ. როგორ გადაურჩეთ მათ?

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

მოსახლეობის 0,2% (1 ადამიანი 500-დან) დაავადებულია ამ გულის მანკით, რაც დაკავშირებულია გულის კუნთის გასქელებასთან და შესაბამისად, ტუმბვის ძალის შემცირებასთან. ამ დაავადების მქონდე ადამიანთა უმეტესობა მაშინვე კვდება, როგორც წესი აჩქარებული გულისცემისგან და რაც ყველაზე სახიფათოა — მსხვერპლთა უმეტესობა არიან 30 წლამდე ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან, რომ ავად არიან.

როგორ აიცილოთ თავიდან: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მიზეზი, როგორც წესი, გენეტიკური ფონია.

პირველი, რაც უნდა ქნათ – გამოკითხოთ მშობლები და ნათესავები იმის შესახებ, მოიპოვებიან თუ არა თქვენს გენეალოგიაში ადამიანები, რომლებიც 30 წლამდე გარდაიცვალნენ და აუცილებლად ჩაეკითხეთ, თუ რა გარემოებები ახლდა მას.
თუ თქვენი ოჯახის ისტორია არის ბუნდოვანი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ის სავარაუდოდ შემოგთავაზებთ ელექტრო-კარდიოლოგიურ და ულტრაბგერით გამოკვლევას. ასევე, მან უნდა გაამახვილოს ყურადღება ღრმა სუნთქვაზე, გულის ფანცქალზე და ა.შ.

თუ თქვენ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია აღმოგიჩნდათ, სავარაუდოდ ექიმი დაგინიშნავთ წამლებს, დიფებრილაციას, რის შედეგადაც თქვენი გულისცემა ნორმალიზდება და დაგენიშნებათ სავარჯიშოები.

გულის მცდარი ელექტრონული აქტივობა

კარდიომიოპათიის დროს თქვენი გულის ერთი ნაწილის სტრუქტურა იცვლება, მაშინ როცა მეორე ნაწილი უნდა პასუხობდეს ელექტრული სისტემის კონტროლზე და გულისცემის სინქრონზე. იშვიათი, თუმცა, მნიშვნელოვანი შემთხვევებია, როცა ბრუგადას სინდრომი, გახანგრძლივებული Qთ ინტერვალის სინდრომი და ვულფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი ებრძვიან სიგნალებს, რომლებიც ხელს უწყობს სწორ გულისცემას.

თქვენ ვერ შეიგრძნობთ ვერაფერს, სანამ თქვენი გულის პარკუჭები ტუმბვის მაგივრად დაიწყებენ კანკალს — და შენ ვარდები ძირს.

როგორ აიცილოთ თავიდან: რასაკვირველია, უნდა მიმართოთ ექიმს, ის დაგინიშნავთ წამლებს, პროცედურებსა და ვარჯიშებს. ასევე უნდა დაანებოთ თავი მოწევას,

ალკოჰოლის სმას, აქტიურ ღამის ცხოვრებას და ა.შ.
და კიდევ ერთი ცუდი ამბავი თქვენთვის — ღამის კოშმარები ხშირად ბრუგადას სინდრომის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომია.

ტვინის ანევრიზმა

ეს არის ტვინის სიხლძარღვების კედლების გაბერვა, რასაც ხშირად ფატალური დასასრული აქვს. ამ დაავადებას არ გააჩნია სიმპტომები.

როგორ აიცილოთ თავიდან: თუ თქვენ გაქვთ წამიერი თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს თავბრუსხვევა, ორად ხედვა, გაფართოებული გუგა, ეს არის ზარი იმისა, რომ ანევრიზმა აშკარად ებრძვის ნერვულ სისტემას თქვენს ტვინში.

კარგი ამბები გვაქვს — თუ ექიმებმა აღმოაჩინეს ანევრიზმა, სანამ ის გახსნის პროცესში გადავა, ძალიან დიდი შანსია, რომ ადამიანი განიკურნოს.

აორტის განშრევება (დისექცია)

აორტული განშრევების ზუსტი სიმპტომები უცნობია ისევე, როგორც მისი გაჩენის მიზეზები. ექიმებს აქვთ მხოლოდ სტატისტიკა, რომელიც გვიამბობს, რომ მხოლოდ ამერიკაში ყველწლიურად კვდება 10,000 ადამიანი, რომელთა უმრავლესობას წარმოადგენენ 40-70 წლის მამაკაცები.

როგორ ააცილოთ თავიდან: გამომდინარე იქიდან, რომ ეს დაავადება არ არის შესწავლილი კარგად, უცნობია მისი სინდრომები, თუმცა, თუ თქვენი სისხლ-ძარღვთა ქსელი არის სუსტი და გაქვთ რომელიმე სისხლის მანკი, ჯობს დროულად მოერიდოთ მოწევას, ალკოჰოლის სმასა და კლუბური ცხოვრების წესს.

ფილტვების ემბოლია (სისხლძარღვის დაცობა)

ამ დაავადებას ფაქტობრივად არ აქვს სიმპტომები. ის სავარაუდოდ ჩნდება სისხლის მაღალი წნევისგან, რომელსაც ვეღარ იკავებს გული. შესაბამისად, ძარღვებში ჩნდებიან დაცობები.

როგორ ააცილოთ თავიდან: მიმარეთ ექიმს, თუ გაქვთ დაცობები ფეხებისა და ხელების ძარღვებში.

Comments
Loading...