მამალაძე – თინა ხიდაშელის ზეგავლენით ამომიღეს პოლიტ-პარიმართა საპარლამენტო სიიდან

“2012 წლის ოქტომბერში , „ბესელიას“ კომისიაში, ჰელსინკის კავშირის პოლიტ პატიმართა და პოლიტ დევნილთა სია შევიდა, სადაც მე როგორც პოლიტ დევნილი ვიყავი დაფიქსირებული. ჩემმა ადვოკატმა ქალბატონმა ლალი აფციაურმა ყველა საჭირო საბუთი წარუდგინა კომისიას. 2012 წლის ნოემბერში კომისიის სხდომას ჩემი მეუღლე ესწრებოდა და რაიმე პრეტენზია არ გამოკვეთილა.

გაირკვა, რომ საკითხების რეალური განხილვა იქ არ მიმდინარეობდა, გადაწყვერილების მიღება პირადი განწყობილებით , ზემოდან დავალებეთ და ანგარებით ხდებოდა. ასეთი მინიშნებები არაერთხელ გაკეთებულა. ამიტომ, გაზეთებისა და ტელევიზიის საშუალებით ღიად დავაფიქსირე, რომ სააკაშვილმა პირადი ანგარიშწორებისთვის გამივრცელა ჭორები, განახორციელა რეპრესიები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, რასაც შეეწირა ჩემი ბიძის და მამის სიცოცხლე და ოქროს ზოდებსა თუ ბეგემოტებზე ჭორებს აყოლილ თანამდებონის პრებთან გარიგებას ან რაიმე მორიგებას , არ ვაპირებდი. როცა მათ სარგებლის პერსპექტივა ვერ დაინახეს , თინა ხიდაშელის ზეგავლენით ამომიღეს პოლიტ-პარიმართა და პოლიტ-დევნილთა საპარლამენტო სიიდან.

34 პარლამენტარმა ხელი მოაწერა , ჩემი როგორც პოლიტ დევნილის საკითხის გადაწყვეტას. პარლამენტართა მიმართვა , ბატონმა გოგი ქავთარაძემ პირადად გადასცა ეკა ბესელიას. ბესელიამ ეს ხელმოწერები კი შეგნებულად გააქრო!”

-წერს პოლიტდევნილი ლევან მამალაძე!

Comments
Loading...