“მამამთილს მიაწოდა გარდაცვლილი ბავშვი, შემოდგა ფანჯარაზე და გადმოხტა” – გლდანში დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ

“მამამთილს მიაწოდა გარდაცვლილი ბავშვი, შემოდგა ფანჯარაზე და გადმოხტა” 

მეზობლების ინფორმაციით, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, მე-9 სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც გადმოხტა დედაც. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები. პერიმეტრი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით.
მეზობლების განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

Comments
Loading...