მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა ყველამ დაუჭირა. მამუკა ახვლედიანი სასამართლოს რიგით მოსამართლედ რჩება.